სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3968 ადამიანი,ხოლო 2014-3756.
ნორიოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს შუბის პირები და ქვაყუთი სამარხების არსებობა მიუთითებს, რომ აქ დასახლება უკვე 3500-3000 წლის წინათ, გვიან ბრინჯაოს ხანაში იყო. თავად ტოპონიმ "ნორიოს" ეტიმოლოგია ჯერჯერობით ზუსტად დადგენილი არ არის. ანტონ მარტომყოფელის (13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი) ცხოვრების აღწერაში იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავს,რომ ნორია ერქვა სოფლის მამასახლისს.
სოფლისა და მიმდებარე მიდამოებში მრავალი კულტურული ძეგლებია.მათ შორისაა:
1. მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია-ეკლესია მოქმედია-ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია
2.ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია - "ცოფურაანთ" უბანში- ეკლესია სარესტავრაციო სამუშაოებისა და მოხატვის შემდეგ ხელახლა გაიხსნა 2005 წ. 28 აგვისტოს.მოქმედია -ადილმდებარება დასაზუსტებელია
3.იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია-ნორიოს ყველაზე მაღალ ადგილას, კერძოდ ზემო უბნის სასაფლაოზე დგას ერთნავიანი დარბაზული ტიპის ნაგებობაა (8,5X5) გვიანი შუა საუკუნეების. იგი აღადგინა და მოახატვინა არსენ ოსიყმაშვილმა -ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია
4 მამადაანთ წმინდა გიორგის სალოცავი-ნორიოს ჩრ-აღმოსავლეთით მდ.ნორიხევის მარცხენა ნაპირზე- 2007 წელს აღადგინეს ჩიტანა მამადაშვილის შვილებმა ვალიკო, ზაურ და ტარიელ მამადაშვილებმა
5.დიდი ციხე- სოფლის ცენტრში ცენტრალური გზის პირას, მდინარე ნორიხევის მარჯვენა მხარეს დგას დიდი ციხე. იგი აგებულია 1752წაელს. მეფე ერეკლე II-ის მეფობისას. ერკლეს ბრძანებით ამ პერიოდში ციხეების მშენებლობა დაუწყიათ შიგ სოფლებში იმისათვის, რომ მოსახლეობას სწრაფად შესძლებოდა თავის შეფარება ლეკების შემოსევის დროს. ეს ციხე თანადროულია ისეთი ციხეებისა როგორებიც არის ყვარლისა და მჭადიჯვრის ციხეები-ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია
6."ცოფურაანთ" კოშკი-კოშკი აშენებულია XVIIIს-ში. ის წარმოადგენს საგვარეულო კოშკს. იგი სამ სართულიანია. შესასვლელი კარი პირველ სართზეა მოთავსებული. II და III სართულებზე ასასვლელი კედელშია ჩატანებული-ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია
7."ბადრიძეაანთ" კოშკი- კოშკი სოფლის ცენტრში გზის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. კოშკი XVIII საუკუნისაა. იგი სამსართულიანია-ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია
8."ტაკაანთ" კოშკი- მდებარეობს ტყეში, სოფლიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 3 კმ-ის დაშორებით. კოშკი სამსართულიანია. ის სხვა საგვარეულო კოშკებთან შედარებით უფრო ძველია. მასში შესვლა ვერ ხერხდება იმის გამო, რომ პირველი სართული ნახევრად მიწაშია ჩაფლული. კოშკის მახლობლად მდებარეობს პატარა ეკლესია, რომელსაც ტაკაანთ წმინდა გიორგს უწოდებენ. სწორედ ამ კოშკიდან დაუნახავს ნორიელ წატურას ლეკები, რომლებიც ნორიელებმა და მარტყოფელებმა ერთად ამოხოცეს-ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია.
9.აბრამაანთ და მამნიაანთ წმ.გიორგი_ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია
10.ტაკაანთ წმ.გიორგის-ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია
11.კვირაცხოველი
12.იოანე ნათლისმცემლის ეკლესია-ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია
13.ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია-ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია:
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/17908
14.ხარაზაულის წმ.გიორგი-ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია
15.ტაბლიაანთ ღვთისმშობლის ეკლესია-ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია
16. გორიჯვარი-ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია
17. თელეთის სახე -ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია
18.მისალოცი - ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია
19.წმ.გიორგის აღდგენილი დაქცეული საყდარი - ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია:
სურათებით:memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/6446
20.ნორიოს მთავარანგელოზის ეკლესია-ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია:
სურათებით:memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/6439
21."კოზმან და დამიანეს" ეკლესიის ნანგრევები- ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია:
სურათით: memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/17908
სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3968 ადამიანი,ხოლო 2014-3756.
ნორიოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს შუბის პირები და ქვაყუთი სამარხების არსებობა მიუთითებს, რომ აქ დასახლება უკვე 3500-3000 წლის წინათ, გვიან ბრინჯაოს ხანაში იყო. თავად ტოპონიმ "ნორიოს" ეტიმოლოგია ჯერჯერობით ზუსტად დადგენილი არ არის. ანტონ მარტომყოფელის (13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი) ცხოვრების აღწერაში იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავს,რომ ნორია ერქვა სოფლის მამასახლისს.
სოფლისა და მიმდებარე მიდამოებში მრავალი კულტურული ძეგლებია.მათ შორისაა:
1. მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია-ეკლესია მოქმედია-ადგილმდებარეობა...
Recent city comments: